Saturday, September 20, 2008

ნარცისი და ტიტა

  • პროექტის სახელი: ნარცისი და ტიტა
    პროექტის მოკლე აღწერა : სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ირჩევენ ნარცისის და/ან ტიტას ბოლქვებს და რგავენ ნოემბრის ბოლო კვირას. აკვირდებიან მათ ზრდა-ყვავილობას. იკვლევენ სხვადასხვა ფაქტორების (განათება, მორწყვა, ტემპერატურა, ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, ბოლქვის ზომა და სხვა) გავლენას ყვავილების განვითარებაზე.
    პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ ნარცისის ან/და ტიტას ბოლქვებს და რგავენ ერთდროულად ნოემბრის ბოლო კვირას. მოსწავლეები სისტემატიურად ზომავენ ტემპერატურას, მცენარის სიმაღლეს (ამოსვლის შემდეგ) და წერენ ბლოგში. შეიძლება სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება: ერთდროულად დარგვა ოთახში და გარეთ და მცენარის განვითარებაზე კლიმატისა და ტემპერატურის გავლენაზე დაკვირვება; შეიძლება ბოლქვების ჩარგვა განსხვავებული ქიმიური შემადგენლობის ნიადაგებში, განსხვავებული რეჟიმით მორწყვა, გასხვავებული ზომების ბოლქვების დარგვა და ა.შ. და თითოეული ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე დაკვირვება. მოსწავლეები აგრეთვე იძიებენ ამ ყვავილების როლს მსოფლიო ისტორიაში, რომელი ხელოვანის შემოქმედებაში რა სახით ჰპოვეს მათ ასახვა, რომელი გეოგრაფიული ადგილების დასახელებაში გვხვდებიან და ა.შ. მოსწავლეები სისტემატიურად უღებენ სურათებს თავიანთ ყვავილებს, ხატავენ, ქარგავენ ან ნებისმიერი სხვა სახით თავად გამოსახავენ ნარცისებს და ტიტებს, უღებენ სურათებს თავიანთ ნამუშევრებს და შექმნილ ფოტოებს განათავსებენ ვებ-გალერეაში, აწყობენ გამოფენას სკოლაში, ადგენენ მცენარის განვითარების ცხრილებს და დიაგრამებს, აკვირდებიან ზრდის ტემპებს და სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე.
    მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6-10, 11-14, 15-17
    ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი- 2009 წლის მაისი
    პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, ნარცისისა და ტიტას ამსახველი ხელოვნების (მხატვრობა, ლიტერატურა, მუსიკა, კინო, თეატრი) ნიმუშების მოძიება, ვებ-გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა (საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი). შესრულებული ნამუშვერებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა.
    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დაიგრამებს მცენარის განვითარების შესახებ, გადაღებული სურათებითა და შესრულებული ნახატებით აწყობენ გამოფენას, სკოლის ეზოში და/ან შენობაში გაშენდება პატარა ნარცისის და/ან ტიტას ყვავილნარი.
    სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შესახებ მცენარეების ზრდა-განვითარებაზე, გალამაზდება სკოლის ეზო მოსწავლეების მიერ გაშენებული ყვავილნარით, ბავშვები ისწავლიან მცენარეებზე ზრუნვას, სკოლაში მოწყობილი ნამუშევრებისა და ფოტო გამოფენა ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს.
    სამუშაო ენა: ქართული
    საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ბოტანიკაში- შეისწავლიან რა ბოლქვიანი მცენარის აგებულებასა და ზრდის ეტაპებს, სხვადასხვა ფაქტორების გავლენას მცენარეზე, ქიმიაში - ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ანალიზით გაიღრმავებენ ცოდნას მარილების ტიპებში, გეოგრაფიაში (ამ ადგილების გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრით, სადაც ხარობს ნარცისი ან ტიტა და მდებარეობისა და კლიმატის გავლენით ამ მცენარეებზე), ლიტერატურაში (ამ ყვავილების მნიშვნელობის განსაზღვრით ქართულ ლიტერატურაში, თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვეს ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მათზე შექმნილი), ხელოვნებაში (ნარცისებისა და ტიტების ამსახველი ნახატების, კინო-ფილმებისა თუ სპექტაკლების მიმოხილვით, სადაც ეს ყვავილები ფიგურირებენ, ნახატების შესრულებით, ფოტო - გადაღებებით.), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა
    მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

    პროექტის ფასილიტატორის სახელი: რუტი ჰოტზენი (ისრაელი), ემი დუაიერი (აშშ), ინგა პაიჭაძე (საქართველო), სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრი, აიერნ-პროექტების ტრენერი და კონსულტანტი.
    პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ngo.siqa@gmail.com
    პროექტის ფორუმი: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://daffodilsandtulips.blogspot.com/ ; https://media.iearn.org/









BubbleShare: Share photos - Craft Kits