Saturday, September 20, 2008

ნარცისი და ტიტა

  • პროექტის სახელი: ნარცისი და ტიტა
    პროექტის მოკლე აღწერა : სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ირჩევენ ნარცისის და/ან ტიტას ბოლქვებს და რგავენ ნოემბრის ბოლო კვირას. აკვირდებიან მათ ზრდა-ყვავილობას. იკვლევენ სხვადასხვა ფაქტორების (განათება, მორწყვა, ტემპერატურა, ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, ბოლქვის ზომა და სხვა) გავლენას ყვავილების განვითარებაზე.
    პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ ნარცისის ან/და ტიტას ბოლქვებს და რგავენ ერთდროულად ნოემბრის ბოლო კვირას. მოსწავლეები სისტემატიურად ზომავენ ტემპერატურას, მცენარის სიმაღლეს (ამოსვლის შემდეგ) და წერენ ბლოგში. შეიძლება სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება: ერთდროულად დარგვა ოთახში და გარეთ და მცენარის განვითარებაზე კლიმატისა და ტემპერატურის გავლენაზე დაკვირვება; შეიძლება ბოლქვების ჩარგვა განსხვავებული ქიმიური შემადგენლობის ნიადაგებში, განსხვავებული რეჟიმით მორწყვა, გასხვავებული ზომების ბოლქვების დარგვა და ა.შ. და თითოეული ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე დაკვირვება. მოსწავლეები აგრეთვე იძიებენ ამ ყვავილების როლს მსოფლიო ისტორიაში, რომელი ხელოვანის შემოქმედებაში რა სახით ჰპოვეს მათ ასახვა, რომელი გეოგრაფიული ადგილების დასახელებაში გვხვდებიან და ა.შ. მოსწავლეები სისტემატიურად უღებენ სურათებს თავიანთ ყვავილებს, ხატავენ, ქარგავენ ან ნებისმიერი სხვა სახით თავად გამოსახავენ ნარცისებს და ტიტებს, უღებენ სურათებს თავიანთ ნამუშევრებს და შექმნილ ფოტოებს განათავსებენ ვებ-გალერეაში, აწყობენ გამოფენას სკოლაში, ადგენენ მცენარის განვითარების ცხრილებს და დიაგრამებს, აკვირდებიან ზრდის ტემპებს და სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე.
    მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6-10, 11-14, 15-17
    ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი- 2009 წლის მაისი
    პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, ნარცისისა და ტიტას ამსახველი ხელოვნების (მხატვრობა, ლიტერატურა, მუსიკა, კინო, თეატრი) ნიმუშების მოძიება, ვებ-გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა (საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი). შესრულებული ნამუშვერებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა.
    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დაიგრამებს მცენარის განვითარების შესახებ, გადაღებული სურათებითა და შესრულებული ნახატებით აწყობენ გამოფენას, სკოლის ეზოში და/ან შენობაში გაშენდება პატარა ნარცისის და/ან ტიტას ყვავილნარი.
    სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შესახებ მცენარეების ზრდა-განვითარებაზე, გალამაზდება სკოლის ეზო მოსწავლეების მიერ გაშენებული ყვავილნარით, ბავშვები ისწავლიან მცენარეებზე ზრუნვას, სკოლაში მოწყობილი ნამუშევრებისა და ფოტო გამოფენა ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს.
    სამუშაო ენა: ქართული
    საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ბოტანიკაში- შეისწავლიან რა ბოლქვიანი მცენარის აგებულებასა და ზრდის ეტაპებს, სხვადასხვა ფაქტორების გავლენას მცენარეზე, ქიმიაში - ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ანალიზით გაიღრმავებენ ცოდნას მარილების ტიპებში, გეოგრაფიაში (ამ ადგილების გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრით, სადაც ხარობს ნარცისი ან ტიტა და მდებარეობისა და კლიმატის გავლენით ამ მცენარეებზე), ლიტერატურაში (ამ ყვავილების მნიშვნელობის განსაზღვრით ქართულ ლიტერატურაში, თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვეს ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მათზე შექმნილი), ხელოვნებაში (ნარცისებისა და ტიტების ამსახველი ნახატების, კინო-ფილმებისა თუ სპექტაკლების მიმოხილვით, სადაც ეს ყვავილები ფიგურირებენ, ნახატების შესრულებით, ფოტო - გადაღებებით.), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა
    მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

    პროექტის ფასილიტატორის სახელი: რუტი ჰოტზენი (ისრაელი), ემი დუაიერი (აშშ), ინგა პაიჭაძე (საქართველო), სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრი, აიერნ-პროექტების ტრენერი და კონსულტანტი.
    პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ngo.siqa@gmail.com
    პროექტის ფორუმი: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://daffodilsandtulips.blogspot.com/ ; https://media.iearn.org/









BubbleShare: Share photos - Craft Kits



48 comments:

dalikokh said...

saintereso proeqtia

Unknown said...

me var nino dzalian momewona tqveni proeqti gisurvebt warmatebebs

თეა ნონიკაშვილი said...

ძალიან კარგი და სახალისო პროექტია.
გორი, ხიდისთავის საჯარო სკოლა.
ბიოლოგიის მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი.

Inga said...

მოხარული ვარ რომ მოგეწონათ პროექტი. გისურვებთ წარმატებებს ისტ პროექტების განხორციელებაში.
ინგა

თამარ ციციშვილი said...

კარგი პროექტია.გეგმა თანამიმდევრულად არის ჩამოყალიბებული. ამ პროექტით მოსწავლეები მეტს შეიტყობენ თუ რიგორ ვითარდება მცენარეები და გაალამაზებენ სკოლის ეზოს.
გორის XII საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი თამარ ციციშვილი

Inga said...

ვეთანხმები თამარს - სკოლის ეზოს გალამაზება, ამ პროექტის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია :)საბოლოოდ პროექტის შედეგი არის ლამაზიც და შემეცნებითიც, რადგან მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტებით მეტს იგებენ სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შესახებ მცენარის ზრდა-განვითარების პროცესზე.
ინგა

shorena_samakashvili said...

გამარგობა!მოხარული ვარ ამ პროექტის გაცნობით

maiko said...

sasiamovno da lamazi proektia ara marto skolis aramed ubnis galamazebac sheidzleba

Unknown said...

გავეცანი თქვენ პროექტს და ვფიქრობ რომ მასზე მუშაობა იქნება არა მარტო საინტერესო და სახალისო, არამედ სასარგებლო სკოლის ეზოს საყვავილე გაზონის მოწყობა-გალამაზებაში.სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას თქვენს პროექტის განხორციელებაში მე და ჩემი მოსწავლეები.
პატივისცემით გორის 12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ალა სანამიანი.

Unknown said...

გავეცანით თქვენს პროექტს მე და ჩემი მოსწავლები, პროექტი ძალიან მოგვეწონა. გადავწყვიტეთ სკოლის შენობაში მოვაწყოთ მწვანე კუთხე
გორის XII საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მანია წაქაძე

marina said...

არაჩვეულებრივი პროექტია!საოცარია!ბახტაძე მარინა.მე3სკოლა.

nana said...

dzalian saintereso proektia, nana jguburia, 3 skola/ biologi.vezdebit mivigot monacileba.

mari ioseliani said...

me iasamani mirchevnia tumca gemovnebaze ar daoben:) momecona tqveni proeqti carmatebebs gisurvebt

Inga said...

იასამანი კარგია, მაგრამ მის დარგვიდან ყვავილობამდე იმდენად დიდი დროა, მოსწავლეები პროექტს წლების განმავლობაში ვერ განახორციელებენ. ამიტომაცაა არჩეული ბოლქვიანი მცენარეები, რომლების დარგვიდან ყვავილობამდე არც ისე დიდი შუალედია.

lela said...

ძალიან საინტერესო პროექტია თავისი შინაარსით და ორიგინალურობით. მოსაწონია, რადგან მოსწავლეები ამ პროექტზე მუშაობისას გამოიმუშავებენ როგორც ფიზიკური, ასევე გონივრული შრომის უნარს. მოსწავეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციების შეჯერებას და გადამუშავებას - შეეჩვევიან ერთად შრომას. ძალიან სასიამოვნო და სახალისოც იქნება ყველაფერთან ერთად ყვავილების მოვლა, მათზე ზრუნვა და დაკვირვებაც.
მე სადამრიგებლოდ მყავს მე-5 კლასი. პროექტების განხილვის შემდეგ მათ სამუშაოდ თქვენი პროექტი გამოარჩიეს. ნაწილობრივ ჩამოვყალიბდით კიდეც, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ვფიქრობ, პროექტზე მუშაობა ნაყოფიერი იქნება ჩემი აღსაზრდელებისათვის.
ლელა ბედოშვილი
გორის მე-9 საჯარო სკოლა
მათემატიკის მასწავლებელი

nino said...

დალია საინტერესო პროექტია ტარმატებებს ვუსურვებ,და დალიან ბევრ სიახლეს ველი

ლია ნაცვალაძე said...

საინტერესო და ლამაზი პროექტია, ამ პროექტში გაერთიანებული მოსწავლეებს ვუსურვებ ყველა დარგული ბოლქვის აყვავებას

ელენე ფირცხალავა said...

martlac saintereso da saxaliso iqneba am proeqtshi monawileoba. tan grzelvadianicaa, es kidev ufo motminebas moitxovs monawileebisagan saboloo shedegis miRebamde.
minda shemogtavazot saintereso idea, sheizleba bavshvebma legendebic ipovon am yvavilebze. me namdvilad vici rom arsebobs yvavilebze legendebi. vfiqrob, esec gaaxalisebs saqmianobas!
pativiscemit,
elene
tbilisi 52-e sajaro skola

Inga said...

ძვირფასო ელენე, ნამდვილად საინტერესო იდეაა ყვავილებზე ლეგენდების მოძებნა. შეიძლება პროექტის გაშლა ამ კუთხითაც. თუკი ამ იდეას განახორციელებთ, აუცილებლად გაგვაცანით ჩვენც, პროექტის სხვა მონაწილეებს.
ინგა, პროექტი ს ფასილიტატორი

ელენე ფირცხალავა said...

tavad madlobt gamoxmaurebisatvis! aris idea, vnaxot rodis shevasxamt frtebs da aucileblad gagiziarebt.
warmatebebs gisurvebt!
52-e sajaro skola
elene

ს ს said...

gamarjobat,

23 oqtombridan vickebt tqvens proeqtze (,,narcisi da tita" ) mushaobas.

proeqtis xelmdzgvaneli pedagogi: tea nonikashvili
tea.nonikashvili@gmail.com
biologiis pedagogi


qalaqi gori, sofeli xidistavi
xidistavis sajaro skola
sofio somxishvili
ist menejeri

Inga said...

მივესალმები პროექტის ახალ მონაწილეებს ხიდისთავის საჯარო სკოლიდან. გისურვებთ წარმატებებს და გთხოვთ სისტემატიურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია პროექტის განვითარების ყველა ეტაპის შესახებ. აგრეთვე მოგვწეროთ ბლოგის მისამართი, თუკი შექმნით რა თქმა უნდა.
გისურვებთ წარმატებებს.
ინგა,

Inga said...

მოგესალმებით, მე 170ე საჯარო სკოლის ისტ.მენეჯერი ვარ სიუზანა გენგაშვილი. ჩვენი სკოლა დაინტერესდა თქვენი პროექტით "ნარცისი და ტიტა"
დაწყებითი კლასების პედაგოგმა დარეჯან დოლიძემ და ბიოლოგიის პედაგოგმა ლილიანა გიორგობიანმა მე 3-ე კლასელ ბავშვებთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა, ამავე პროექტში მიიღებს მონაწილეობას 7 კლასის მოსწავლე რომელიც დაეხმარება მათ ისტის გამოყენებაში.

გეგმა:

1. წასვლა სათბურში სადაც გაესაუბრებიან სპეციალისტებს რა გარემო პირობები ესაჭიროებათ ზრდა-განვითარებისათვის

2. გავარკვევთ მათ სამშობლოს

3. სკოლის ტერიტორიაზე დავამუშავებთ ნიადაგს სადაც ვნახავთ მცენარის ზრდა-განვითარებას. გადავიღებთ სურათებს და გავაკეთებთ ბუკლეტს, სტენდს,პრეზენტაციას მეექვცე კლასელის დახმარებით

4 დავადგენთ: მცენარე როგორც დეკორატიული
მცენარე როგორც დეკორატიული სამკურნალო
გამოიყენება თუ არა პარფიუმერიაში, საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში


გთხოვთ ჩაქვრთოთ თქვენს პროექტში, თუ არ შეწუხდებით ჩვენ გვაინტერესებ თქვენი აზრი გეგმის შესახებ

პატივისცემით ს.გენგაშვილი

nona said...

saintereseoa dasaxaliso

tamunakhaduri.blogspot.com said...

მოგესალმებით.ძალიან ლამაზი და საინტერესო პროექტია.მე და ჩემი მოსწავლეები სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას თქვენს პროექტში.

თამარ ხადური
ხაშურის #6 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

Inga said...

ძვირფასო ხათუნა!
მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ პროექტის იდეა.
როცა სკოლაში შეარჩევთ პროექტის მონაწილეთა ჯგუფს, სიამოვნებით დაგამატებთ პროექტის განმხორციელებელთა სიაში. შეგახსენებთ რომ პროექტს ფორუმში აქვს ინგლისურენოვანი ფორუმიც, სადაც მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან უზიარებენ ერთმანეთს პროექტზე მუშაობის გამოცდილებას.
ველი თქვენგან შემდგომ გამოხმაურებას.
საუკეთესო სურვილებით
ინგა პაიჭაძე

მარინა ტარუღიშვილი said...

ძალიან დავინტერესდი თქვენი პროექტით/
მე და ჩემს კოლეგას სურვილი გვაქვს ჩავერთოთ,რა თქმა უნდა თუ ნებას დაგვრთავთ.

Inga said...

მარინა, რა თქმ უნდა შეგიძლიათ განახორციელოთ პროექტი თქვენს სკოლაში, ამას არავითარი დამატებითი ნებართვა არ სჭირდება.
მადლობთ რომ მაცნობეთ თქვენი არჩევანის შესახებ. აუცილებლად მოგვწერეთ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, და კიდევ, სკოლის დასახელება :)
თქვენი სკოლაც გაჩნდება იმ სკოლების ჩამონათვალში, რომლებიც ანხორციელებენ პროექტს ”ნარცისი და ტიტა”.
გისურვებთ წარმატებებს.
ინგა პაიჭაძე

მარინა ტარუღიშვილი said...

დიდი მადლობა ქალბატონო ინგა,
ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და შეგატყობინებთ შესრულებული სამუშაოს შესახებ.შეგიძლიათ პროექტში მონაწილეთა
სიაში განათავსოთ ჩვენი სკოლა და მასწავლებლები: 124–ე საჯარო სკოლა

მარინა ტარუღიშვილი
ლელა ჯანჯიბუხაშვილი

Inga said...

მოგესალმებით მარინა
სიამოვნებით განვათავსებ თქვენ სკოლას პროექტის მონაწილეთა სიაში.
გისურვებთ წარმატებებს.
პატივისცემით ინგა

ketevan said...

მოგესალმები ინგა. მე ძალიან მომეწონე ეს პროექტი და სურვილი გამიჩნდა ამერჩია და მასზე მემუშავა.

ketevan said...

მოგესალმები ინგა. მე ძალიან მომეწონე ეს პროექტი და სურვილი გამიჩნდა ამერჩია და მასზე მემუშავა.

khatuna said...

პროექტის სახელი: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები.

პროექტის მოკლე აღწერა: ისტორიის გაკვეთილზე ვაცნობთ მოსწავლეებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს. ვოყენებთ ტოფოგრაფიულ რუკას. მოსწავლეები იძიებენ ინტერნეტში დამატებით მასალას აღნიშნულ თემაზე. ინფორმაცია მწირია და იყენებენ მოსწავლეები ადგილობრივი გიდების მონათხრობს და გზამკვლევებს. ვგეგმავთ გაზაფხულზე ექსკურსიას ვაშლოვანში და ვეცდებით ადგილობრივი მოსახლეობისგან მივიღოთ დამატებითი ინფორმაციები. ბავშვები თვითონ შექმნიან საკუთარ ფოტოალბომს სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის ეტაპები და ვაშლოვანში გადაღებულ იქნება ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ძეგლები და ისტორიული ძეგლები.

145-ე საჯარო სკოლა. მენეჯერი: ხათუნა გულიაშვილი; პროექტის ორგანიზატორი: დალი ძმანაშვილი

tamriko said...

შესანიშნავი პროექტია.ძალიან მომეწონა.ბავშვებისთვის სახალისო.თბილისის 141 სკოლა.თამრიკო ქურტაული.

ეკა ბოკუჩვა said...

ძალიან საინტერესო პროექტია. მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩავერთვებით ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პროექტი გავამდიდროთ ბიზნეს ინტერესების თვალსაზრისითაც.

პატივისცემით! მე-10 საჯარო სკოლა

Inga said...

მოგესალმებით ეკატერინე
პროექტის ბიზნეს გეგმის კუთხით გაშლა კიდევ ერთი საინტერესო იდეაა. ველი თქვენს ნამუშვერებს.
კიდევ ერთი რომელი ქალაქშია თქვენი სკოლა?
პატივისცემით ინგა პაიჭაძე

nana said...

dzalian sainteresoa cven sevicdebit monacileobis migebas. nana

Luiza Cercvadze said...

მოგესალმებით ქალბატონო ინგა!
ძალიან საინტერესო პროექტია. დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ ბავშვები პროექტში. მადლობა ასეთი საინტერესო პროექტისთვის.

გორის №3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ლუიზა ცერცვაძე

Inga said...

ქალბატონო ლუიზა!
გორიდა მართლაც დიდია ინტერესი ამ პროექტისადმი. თჲკი ყველა მსურველი განახორციელებთ, ამ გაზაფხულს გორი აყვავებული ნარცისებითა და ტიტებით შეხვდება.

nini said...

მოგესალმებით,ვუერთდებით თქვენს პროექტს,რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწააავლეებსა და მასწავლებლებს შორის. ვცდილობთ ჩვენაც ლამაზი პროექტი
გავაკეთოთ.
ნინო ძნელაძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა

Inga said...

მივესალმები ნინის ხელვაჩაურის რაიონიდან. სასიამოვნოა თქვენ ინტერესი ჩვენი პროექტისადმი. ველი თქვენს ნამუშევრებს.
პატივისცემით ინგა პაიჭაძე
GEARN ტრენერი

გვანცა მგალობლიშვილი said...

dzalian kargi da saintereso proeqtia,tan skolis ezoc lamazdeba. gvantsa

eto paichadze said...

მოგესალმებით,
სკოლა "მილენიუმი" უკვე მეორე წელია ამ პროექტში აქტიურადაა ჩაბმული. 28 ნოემბერს მე–5ა კლასის მოსწავლეებმა უკვე დარგეს ნარცისები და დავიწყეთ ბლოგზეც მუშაობა. ბლოგის მისამართია http://narcisitita.blogspot.com/

Inga said...

მივესალმები სკოლა ”მილენიუმს”
თქვენ შესანიშნავად იმუშავეთ და წელს კიდევ ალბატ კიდევ უფრო საინტერესოდ გაშლით პროექტს.
გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვნს ნამუშევრებს.
ძალიან კარგია რომ iEARN-ისფორუმშიც წერთ და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს აწვდით ინფორმაციას თქვენი ნამუშევრების შესახებ.
საუკეთესო სურვილებით
ინგა
GEARN ტრენერი

ლელა მანჯავიძე said...

dzalian momwons es proeqti, moswavleebis aseti aqtiuri chartva proeqtshi misasalmebelia, es proeqti sainteresoa da tanac saxaliso

Inga said...

მოგესალმებით!
სასიამოვნოა თქვენი ინტერესი ჩვენი პროექტისადმი.
რაც შეეხება მუშაობის სტილს: - რა თქმა უნდა საჭიროა ბლოგებით ურთიერთობა. ცოტა გვიანიც კი არის უკვე მაგრამ
უნდა დარგოთ ნარცისების და ტიტების ბოლქვები , უნდა აწარმოოთ ცხრილი როდის დარგეთ, მერე დააკვირდეთ ზრდას. კარგია ექსპერიმენტი აკეთოთ , მაგ: ცალკ-ცალკე დარგოთ დიდი და პატარა ბოლქვები, განსხვავებული მორწყვა, განცხვავებული ნიადაგი, ეს ყველაფერი ექსპერიმენტის თემაა. და შეადაროთ, რა ფაქტორი როგორ გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. აწარმოოთ შედარების ცხრილები, გააკეთოთ დიაგრამები და ა.შ.
და აგრეთვე პროექტს აქვს საერთაშორისო ფორუმიც აიერნზე. და კარგი იქნება ერთი პოსტი იქაც დადოთ - გააკეთოთ დასაწყისისათვის თქვენი სკოლის პრეზენტაცია და რომ იწყებთ ამ პროექტის გამხორციელებს. არ შეშინდეთ, ინგლისურად მოოკლე პოსტიც სავსებით საკმარისია.
გისურვებთ წარმატებებს და გელით ბლოგზე.

იაკო said...

მოგესალმებით. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.სიამოვნებით მივიგებთ მონაწილეობას ამ პროექტში მე და ჩემი მოსწავლეები.

პატივისცემით ია ზირაქიშვილი. თბილისის 71–ე საჯარო სკოლის ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი.

Inga said...

მოგესალმები , ია,
მოხარული ვარ რომ დაინტერესდით ამ პროექტით, თუკი გადაწყვეტთ თქვენს მოსაწავლეებთან ერთად განახორციელოთ ეს პროექტი, სასწავლო პროცესის დაწყების (20 იანვრის) შემდეგ, უკვე შეგიძლიათ საკლასო ოთახებში ქოთნებში ჩარგოთ ნარცისის და (ან) ტიტას ბოლქვები, შეუქმნათ მათ სხვადასხვა პირობები და დააკვირდეთ მათ ზრდა-განვითარებას. კარგია თუკი თქვენი პროექტის მსვლელობის შესაბე ბლოგს დაიწყებთ და ჩვენს მოგვწერთ მის მისამართს, მთავარ ბლოგზე სიამოვნებით განვათავსებთ თქვენი ბლოგის ბმულს და თვალყურს ვადევნებთ თქენი პროექტის განვითარებას,
საუკეთესო სურვილებით, ინგა პაიჭაძე